მამუკა მდინარაძე: მართლაც პარადოქსია, საუკუნეები ვიბრძოდით სუვერენიტეტის გაძლიერებისათვის, და ახლა გამოიყვანეს ხალხი „რუსული კანონის წინააღმდეგ“ რაღაც სლოგანით, სუვერენიტეტის ხარისხის ქვემოთ ჩამოსაწევად

მამუკა მდინარაძე: მართლაც პარადოქსია, საუკუნეები ვიბრძოდით სუვერენიტეტის გაძლიერებისათვის, და ახლა გამოიყვანეს ხალხი „რუსული კანონის წინააღმდეგ“ რაღაც სლოგანით, სუვერენიტეტის ხარისხის ქვემოთ ჩამოსაწევად

საუკუნეები ვიბრძოდით სუვერენიტეტის გაძლიერებისათვის, და ახლა გამოიყვანეს ხალხი „რუსული კანონის წინააღმდეგ“ რაღაც სლოგანით, სუვერენიტეტის ხარისხის ქვემოთ ჩამოსაწევად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

„მართლა პარადოქსია, და ირაკლი კობახიძემაც თქვა, საუკუნეები ვიბრძოდით სუვერენიტეტის გაძლიერებისათვის, და ახლა გამოიყვანეს ხალხი „რუსული კანონის წინააღმდეგ“ რაღაც სლოგანით, სუვერენიტეტის ხარისხის ქვემოთ ჩამოსაწევად. ეს შეძლეს, ხალხო, და წარმოიდგინეთ, რასთან გვაქვს საქმე. სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის აკვდებოდა ქართველი კაცი მტერს და იბრძოდა საუკუნეები, და დღეს, თანამედროვე სამყაროში გვიწევს ბრძოლა, რომ სუვერენიტეტი გავაძლიეროთ, იყოს მეტი გამჭვირვალობა და დონორმა მავნებლობისგან თავი შეიკავოს და მხოლოდ კარგი საქმეები დააფინანსოს. ის ახალგაზრდები, რომლებიც ლაპარაკობენ სლოგანის ქვეშ „არა რუსულ კანონს“, სინამდვილეში ამბობენ, „არა, არ დამანახოთ გამჭვირვალობა, არავითარ შემთხვევაში, ვერ ავიტან, რომ NGO-მ, ლომჯარიამ და გიგაურმა შეავსონ დეკლარაცია, ეს რუსული კანონი იქნებაო“. ამიტომ ამბობენ, შინაარსში არ შევიდეთო. ეს უნდა გადავლახოთ, აქ უნდა მოვიგოთ და ხალხმა უნდა გაიგოს, რომ რეალურად კანონში მეტი არაფერი წერია, გარდა იმისა, რომ უნდა დარეგისტრირდნენ შესაბამისი ინტერესების გამტარ ორგანიზაციებად და შეავსონ დეკლარაცია - მეტი არაფერი“, - აღნიშნა მდინარაძემ.