მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: კლავდნენ, ახლა ფსიქოლოგიურად უნდათ ადამიანის მოკვლა და აბულინგებენ და მომავალში, თუ ხელისუფლება ექნებათ - ფიზიკურადაც მოკლავენ და ფსიქოლოგიურადაც

მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: კლავდნენ, ახლა ფსიქოლოგიურად უნდათ ადამიანის მოკვლა და აბულინგებენ და მომავალში, თუ ხელისუფლება ექნებათ - ფიზიკურადაც მოკლავენ და ფსიქოლოგიურადაც

კლავდნენ, ახლა ფსიქოლოგიურად უნდათ ადამიანის მოკვლა და აბულინგებენ და მომავალში, თუ ხელისუფლება ექნებათ - ფიზიკურადაც მოკლავენ და ფსიქოლოგიურადაც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მდინარაძეს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა იმაზე, რომ ექვსი ოპოზიციური პარტია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ კოორდინირებულები და მობილიზებულები იქნებიან პარლამენტში გამჭვირვალობის კანონის მეორე მოსმენის დროს.

„ერთი არიან ხალხო, ისინი. „ნაცი“ „ნაცია“, ქალი ქალია და კაცი - კაცია. ეგ არის, მარტივია. შეუძლებელია სხვანაირად ვიფიქროთ. 6, 9, თუ 57, რამდენადაც არ უნდა დაიქსაქსონ, „ნაცი“ არის „ნაცი“. რა განსხვავებაა მათ შორის? საერთო წარსული აქვთ, საერთო აწმყო, საერთო მომავალი, ასევე მავნებლური გეგმებით. კლავდნენ, ახლა ფსიქოლოგიურად უნდათ ადამიანის მოკვლა, აბულინგებენ და მომავალში, თუ ხელისუფლება ექნებათ - ფიზიკურადაც მოკლავენ და ფსიქოლოგიურადაც. სანამ არ ექნებათ ხელისუფლება, ფსიქოლოგიურად ეცდებიან ადამიანების მოკვლას. QR კოდების აღმნიშვნელი პლაკატების ჩამოხევაც დაიწყეს, რომ ხალხს კანონი არ წაეკითხა. ეს ხომ პირდაპირი მტკიცებულებაა სიმართლესთან ბრძოლის. არ არსებობს ბუნებაში არგუმენტი, რომ რომელიმე პუნქტი, ან მუხლია [კანონში] რუსული. აგერ „ფორმულა“ ხომ „ნაცების“ ტელევიზიაა და ერთი არგუმენტი დამისახელეთ“, - მიმართა მდინარაძემ ჟურნალისტს, რაზეც პასუხად მიიღო, რომ „ფორმულა“ „ნაცების“ ტელევიზია არ არის.

„როგორც „ფორმულა“ არ არის „ნაცების“ ტელევიზია, ისეა ის კანონი რუსული. „ფორმულა“ თუ ნაცების არ არის, კანონი რუსულია. შევთანხმდეთ ამაზე“, - განაცხადა მდინარაძემ.