სავარაუდოდ სერიოზულ მტკიცებულებათა ბაზას მოასწავებს საქართველოში ერთადერთი გაუმჭვირვალე ფინანსური სფეროც, ამიტომაც ააფორიაქა ჩვენი

სავარაუდოდ სერიოზულ მტკიცებულებათა ბაზას მოასწავებს საქართველოში ერთადერთი გაუმჭვირვალე ფინანსური სფეროც, ამიტომაც ააფორიაქა ჩვენი "ტარაკნები" “ბნელ სამზარეულოში" მათთვის მოულოდნელად დანთებულმა სინათლემ

“ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის განცხადებას ეხმიანება, რომლოს თქმით, “ერთადერთი გაუმჭვირვალე სფერო, დეკლარაციის დონეზეც კი რომ არ უნდათ გამჭვირვალობა, არის "ენჯეო" სექტორი და მედიასაშუალებები".

ქართველიშვილის თქმით, სერიოზულ მტკიცებულებათა ბაზას მოასწავებს საქართველოში ერთადერთი გაუმჭვირვალე ფინანსური სფერო.

“არ ვიცი ვინ გაიმარჯვებს აშშ-ს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და დაძაბულ არჩევნებში, ალბათ ის ძალა, ვინც საფოსტო გზავნილებს აკონტროლებს. თუმცა მანამდე, ტრამპისგან გვსმენია არაერთი დაპირება: მკაცრ კონტროლს დაუქვემდებაროს ქვეყნიდან საზღვარგარეთ გასული თანხები, მათი ამერიკის ეკონომიკასა და უსაფრთხოებაში მაქსიმალური შემობრუნების მიზნით.

არაა გამორიცხული, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ტრამპმა კონგრესის წინაშე დააყენოს მოთხოვნა საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსების შემცირების თაობაზე, თანხების სავარაუდო არამიზნობრივად ხარჯვის გამო. ლოგიკურია, რომ კონგრესმა ტრამპს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსთხოვოს.

აი რა დროს გამოვა "სცენაზე" ყირგიზეთის, საფრანგეთისა თუ საქართველოს გამჭვირვალობის რეესტრების მონაცემები. საკუთარი თავის წინააღმდეგ გამამტყუნებელი ჩვენებების თავიდან არიდების მიზნით, ყირგიზეთიდან სოროსის ფონდი ისეთი სიჩქარით აორთქლდა, რომ პირველივე დეკლარაციის შევსებაც კი ვერ გარისკა.

საფრანგეთის გაოცებაც არაა გამორიცხული, განსაკუთრებით პრეზიდენტ მაკრონის პოზიციისა ("მეკავშირეობა ვასალობას არ ნიშნავს") და ქვეყნის დაზვერვის ანგარიშის ფონზე. სავარაუდოდ სერიოზულ მტკიცებულებათა ბაზას მოასწავებს ასევე საქართველოში ერთადერთი გაუმჭვირვალე ფინანსური სფეროც, ამიტომაც ააფორიაქა ჩვენი "ტარაკნები" - "ბნელ სამზარეულოში" მათთვის მოულოდნელად დანთებულმა სინათლემ.”- წერს დავით ქართველიშვილი.