სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, რომ ოფიციალური ერევანი ბაქოს დაუბრუნებს ოთხ სოფელს, რომლებსაც 1990-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ აკონტროლებდა.
საუბარია სოფლებზე - ბაღანის აირუმი, აშაღი-ასქიფარა, ხეირიმლი და ყიზილჰაჯილი, რომლებიც ბოლო წლებში მიტოვებული იყო.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, აიჰან ჰაჯიზადეს განცხადებით, ქვეყანა ამ ისტორიულ მოვლენას დიდი ხანი ელოდებოდა.
თავის მხრივ, სომხეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამ საკითხზე წინასწარი შეთანხმება სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებების მერვე რაუნდის დროს იყო მიღწეული.