ირაკლი ღარიბაშვილი 6 ოპოზიციური პარტიის გეგმაზე: დღეს ქვეყანას მართავს ჩვენი ხელისუფლება, „ქართული ოცნება“. არჩევნები იქნება სულ რაღაც 6 თვეში. კეთილი ინებონ და მოემზადონ არჩევნებისთვის

ირაკლი ღარიბაშვილი 6 ოპოზიციური პარტიის გეგმაზე: დღეს ქვეყანას მართავს ჩვენი ხელისუფლება, „ქართული ოცნება“. არჩევნები იქნება სულ რაღაც 6 თვეში. კეთილი ინებონ და მოემზადონ არჩევნებისთვის

პარლამენტში უნდა გაიმართოს დისკუსია, არგუმენტების წარდგენა და განხილვა. საბოლოო ჯამში ეს არის პარლამენტი: უნდა მოხდეს დებატები და უნდა გაიმარჯვოს საღმა აზრმა. დღეს ქვეყანას მართავს ჩვენი ხელისუფლება, „ქართული ოცნება“. არჩევნები იქნება სულ რაღაც 6 თვეში. კეთილი ინებონ და მოემზადონ არჩევნებისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, რითაც 6 ოპოზიციური პარტიის მიერ გამჭვირვალობის კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის სრული კოორდინაციისა და მობილიზაციის გამოცხადებას გამოეხმაურა.

„ოპოზიციის გეგმა ყველამ კარგად ვიცით - მათი გეგმა და მიზანი არის დესტრუქცია, მეტი არეულობა, შფოთვა და ომი. ეს ადამიანები არ არიან დამოუკიდებელი აქტორები და პოლიტიკოსები. ისინი არიან სხვა სახელმწიფოების ინტერესების გამტარებელნი, მათ არ გააჩნიათ საკუთარი ინტერესი. ჩვენი ქვეყნის ინტერესები მათთვის უცხოა. ჩვენი ხალხის ინტერესს ისინი არ ცნობენ. არ მივიღებ მათგან არანაირ კრიტიკას - „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი როგორ შეიძლება მესაუბრებოდეს ევროინტეგრაციაზე? ჯალათი როგორ შეიძლება მესაუბრებოდეს ადამიანის უფლებებზე? 2012 წლამდე ცოცხებს და ხელკეტებს უყრიდნენ, ხვრეტდნენ პირდაპირ ახალგაზრდებს.

ამიტომ, პარლამენტში უნდა გაიმართოს დისკუსია, არგუმენტების წარდგენა და განხილვა. საბოლოო ჯამში ეს არის პარლამენტი: უნდა მოხდეს დებატები და უნდა გაიმარჯვოს საღმა აზრმა. დღეს ქვეყანას მართავს ჩვენი ხელისუფლება, „ქართული ოცნება“. არჩევნები იქნება სულ რაღაც 6 თვეში. კეთილი ინებონ და მოემზადონ არჩევნებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.