გუშინდელ აქციაზე ახალგაზრდებს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ

გუშინდელ აქციაზე ახალგაზრდებს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ

მოძრაობების „ჯიუტისა“ და „დაფიონის“ ორგანიზებით, აქცია გაიმართა რუსთაველზე. აქციის მონაწილეებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონ პროექტი გააპროტესტეს.

ახალგაზრდებთან ერთად რუსთაველზე იყვნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. აქციას შეუერთდა ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიაც.

„ხედავთ, ყოველგვარი ორგანიზების გარეშე რამდენი ადამიანი არის მოსული. ეს არის საქართველო. აქ არის ჩემი საქართველო. ჩვენი ქვეყანა არის ევროპული ოჯახის ნაწილი და აუცილებლად ძალიან მალე, ამას ჩვენ ერთად ვიზეიმებთ“, - აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.