ნიკოლოზ სამხარაძე: სალომე ზურაბიშვილი გადაიქცა რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტად და საერთოდ არანაირი განსხვავება აღარ არის მას და იგივე წითლიძეს ან სამადაშვილს შორის

ნიკოლოზ სამხარაძე: სალომე ზურაბიშვილი გადაიქცა რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტად და საერთოდ არანაირი განსხვავება აღარ არის მას და იგივე წითლიძეს ან სამადაშვილს შორის

სალომე ზურაბიშვილი გადაიქცა ჩვენი რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტად და საერთოდ არანაირი განსხვავება აღარ არის მას და იგივე წითლიძეს ან სამადაშვილს შორის, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს.

„სალომე ზურაბიშვილი, რომ უკვე დიდი ხანია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს, ვფიქრობ, საზოგადოებას ამის შეხსენება არ სჭირდება. რაც მან ჩაიდინა შარშან, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღლუმზე, მას შემდეგ როგორ შეიძლება, სალომე ზურაბიშვილისგან ჩვენ საერთოდ რაიმე გაგვიკვირდეს?! ის გადაიქცა ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ჩვეულებრივ პროპაგანდისტად და საერთოდ არანაირი განსხვავება აღარ არის დღეს სალომე ზურაბიშვილსა და იგივე, წითლიძეს ან სამადაშვილს შორის.

ამდენად, რაც არ უნდა სამწუხარო და მძიმე იყოს ჩემთვის ამის თქმა, ეს ფაქტია და შესაბამისად, მგონი, ჩვენ ამ შემთხვევაში საერთოდ არანაირი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ სალომე ზურაბიშვილს, მით უმეტეს, ეს არის ადამიანი, რომელმაც მრავალჯერ დაარღვია კონსტიტუცია და შემდეგ თავადაც აღიარა, რომ დაარღვია“, - განაცხადა სამხარაძემ.

მისივე თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ისინი ევროპელ პარტნიორებთან დისკუსიის გამართვას გეგმავენ.

„უახლოეს დღეებში შედგება კონტაქტი ევროკომისიის წარმომადგენლებთან, რადგან სწორედ ევროკომისია იყო ავტორი იმ დირექტივისა, რომელიც ცოტა ხნის წინ მიიღეს. იმედი მაქვს, გვექნება აზრთა გაცვლა-გამოცვლა იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება, ჩვენს კანონში იყოს ისეთი, რომელიც არ არის ევროპულ დირექტივაში და რატომ არის ეს შეუთავსებელი ევროინტეგრაციის პროცესთან. ამისთვის ჩვენ ღია ვართ და ვემზადებით ამ დისკუსიისთვის“, - განაცხადა სამხარაძემ.