პარიზში ირანის საკონსულოში მამაკაცი შეიჭრა და ე.წ. შაჰიდის ქამრის აფეთქებით იმუქრებოდა

პარიზში ირანის საკონსულოში მამაკაცი შეიჭრა და ე.წ. შაჰიდის ქამრის აფეთქებით იმუქრებოდა

პარიზში ირანის საკონსულოში მამაკაცი შეიჭრა და ე.წ. შაჰიდის ქამრის აფეთქებით იმუქრებოდა. როგორც BFMTV-ის პოლიციაში საკუთარმა წყარომ განუცხადა, სამართალდამცველებმა მამაკაცი უკვე დააკავეს.

მედიის ცნობით, მამაკაცი აცხადებდა, რომ საკუთარი ძმისთვის შური უნდა იძიოს.

არსებული ინფორმაციით, პოლიციას სწორედ ირანის საკონსულოს თანამშრომლები დაუკავშირდნენ.

ადგილზე პოლიციას პერიმეტრი ჰქონდა გადაკეტილი, დროებით შეჩერებული იყო პარიზის მეტროს ორი ხაზის მუშაობა.