ინდოეთში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური არჩევნები დაიწყო. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი მესამე ვადით იყრის კენჭს.
მისი პოლიტიკური ძალა „ინდოეთის სახალხო პარტია“ ოპოზიციური პარტიებისგან შემდგარ ალიანსს უპირისპირდება.
მილიარდამდე ამომრჩეველი მე-18 მოწვევის პარლამენტის 543 წევრს ირჩევს. სარჩევნო პროცესი ინდოეთში ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.