თუ ვლადიმირ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ამერიკელ სამხედროებს ევროპაში რუსეთის წინააღმდეგ ომი მოუწევთ, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამიტომ აუცილებელია, რომ აშშ-მა დაუყოვნებლივ გამოუყოს დახმარება უკრაინას.
„იზოლაციონიზმი არასოდეს წარმოადგენს პასუხს ტირანების მიმართ, რომლებსაც ექსპანსიონისტური ზრახვები აქვთ. მჯერა, რომ კონგრესმენების უმრავლესობას ესმის ამის“, - განაცხადა მაიკ პენსმა.