ესპანეთის მთავრობა უახლოეს კვირებში პალესტინის სახელმწიფოებრიობას აღიარებს, მიუხედავად იმისა, გაიზიარებენ თუ არა ოფიციალური მადრიდის გადაწყვეტილებას ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები. ამის შესახებ გამოცემა Euractiv-ი წერს.
ესპანეთის პრემიერმა, პედრო სანჩესმა ბრიუსელში ევროპელ ლიდერებთან რამდენიმე შეხვედრა გამართა, რა დროსაც მადრიდის პოზიცია განუმარტა.
Euractiv-ის წყაროების ინფორმაციით, სანჩესის მთავრობას უკვე მიღებული აქვს შესაბამისი გადაწყვეტილება და მას სხვა ევროპელი ქვეყნების დამოკიდებულება ვერ შეცვლის.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთის პარლამენტმა პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას ჯერ კიდევ 2014 წელს დაუჭირა მხარი. ბოლო გამოკითხვების თანახმად, პალესტინის აღიარებას ესპანეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი უჭერს მხარს.