შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას: რაც უფრო მეტად მშვიდი იქნებით თქვენ, მით უფრო ნაკლები უსაფრთხოების წესები იქნება საჭირო

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას: რაც უფრო მეტად მშვიდი იქნებით თქვენ, მით უფრო ნაკლები უსაფრთხოების წესები იქნება საჭირო

რაც შეეხება უსაფრთხოების რეჟიმს, გამოწვეულია იმით, რომ სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი გამოირჩევა რადიკალიზმით, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში დაწესებული უსაფრთხოების ზომების შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატის, არმაზ ახვლედიანის შეკითხვას.

„მათ შორის, წინა დღეებში აქციებთან დაკავშირებით, ვნახეთ, რომ ყოველ ჯერზე ოპოზიციის და ენჯეოების მიერ ორგანიზებული აქციები იზრდებოდა, ყოველ ჯერზე ხდებოდა აგრესიის გამოვლენა. მათ შორის, პოლიციელების წინააღმდეგ და სხვადასხვა საგნების სროლა. ჩვენ გვაქვს შარშან მარტიდან ცუდი გამოცდილება, რომ ოპოზიცია, რომელიც არგუმენტით ვერ ჭრის, ცდილობს რომ ძალით გაჭრას. ამიტომ, ჩვენი თანამშრომლების, პარლამენტის წევრების უსაფრთხოების დაცვის და ასევე, სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით არის ხოლმე ასეთი რეჟიმი დაწესებული და მგონი ამ დღეებმაც აჩვენა, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო. მათ შორის, სამუშაო პროცესი იყო უზრუნველყოფილი და ასევე, უსაფრთხოებაც შესაბამისად იყო უზრუნველყოფილი. ამიტომ, რა გითხრათ, რაც უფრო მეტად მშვიდი იქნებით თქვენ, მით უფრო ნაკლები უსაფრთხოების წესები იქნება საჭირო. რაც უფრო აგრესიულები იქნებით და ლაპარაკის ნაცვლად ძალადობისკენ გაიხედავთ, მეტად იქნება უსაფრთხოება. ეს ჩემი ვალდებულებაა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.