[ნიკა გვარამიას] სუბკულტურის მქონე ადამიანი ვერ მოექცევა საპროტესტო ე.წ. ტალღის სათავეში, - ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილმა გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ნიკა გვარამიაზე საუბრისას განაცხადა.
წამყვანმა მას კითხვა დაუსვა იმის შესახებ, რომ აქციებზე განსაკუთრებით გამოიკვეთა ნიკა გვარამიას როლი და მასაც თუ დარჩა შთაბეჭდილება, რომ გვარამია ცდილობს ამ პროცესებს სათავეში მოექცეს.
„მისი [ნიკა გვარამიას] სუბკულტურის მქონე ადამიანი ვერ მოექცევა საპროტესტო ე.წ. ტალღის სათავეში. მას ქართული საზოგადოება ვერ მიიღებს. იცის მან, რატომაც ვერ მიიღებს. მისი საქციელი ამაზრზენი იყო და ის უცენზურო სიტყვები, მისი მხრიდან შეურაცხმყოფელიც არ არის. ის ისეთი პიროვნებაა და ისეთ რამეს აკადრებს საკუთარ თავსა და სხეულს, რომ მისგან ეს სიტყვები არაფრის მნიშვნელი არ არის“, - აღნიშნა გამსახურდიამ.