არჩილ თალაკვაძე: მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, ფხიზლად იყოს და ყურადღებით დააკვირდეს იმ ჯგუფებს, ვინც აქციაზე იწვევს და შემდეგ კონკრეტული დაპირისპირებისკენ მოუწოდებს

არჩილ თალაკვაძე: მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, ფხიზლად იყოს და ყურადღებით დააკვირდეს იმ ჯგუფებს, ვინც აქციაზე იწვევს და შემდეგ კონკრეტული დაპირისპირებისკენ მოუწოდებს

მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, რომ ძალიან ფხიზლად იყოს და ყურადღებით დააკვირდეს იმ ჯგუფებს, ვინც აქციაზე იწვევს და შემდეგ კონკრეტული დაპირისპირებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ხედავთ, როგორ ოსტატურად ხდება სიტუაციის ესკალაცია. გუშინ ვნახეთ, რამდენიმე პოლიტიკოსი როგორ დადიოდა პარტიზანულად და როგორ ძაბავდნენ სიტუაციას. ეს ის ხალხია, რომლებმაც გასულ წელს, პროტესტის დროს, ახალგაზრდები დატოვეს და თვითონ გაიპარნენ და ისევ ჩვენ მივიღეთ პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება. დღეს ბევრად მეტი მოქალაქეა ინფორმირებული. მინდა მოქალაქეებს ვთხოვო - ყურადღებით იყვნენ და ფხიზლად დააკვირდნენ ამ ჯგუფებს. პირდაპირ იყო მცდელობები, რომ ძალადობაში ჩაერთოთ ახალგაზრდები“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.