ამირან სალუქვაძე: თავის დროზე ქუთაისში გადაიტანა სააკაშვილმა პარლამენტი, რომ პარლამენტის წინ არ შეკრებილიყვნენ და ამაში 360 მილიონი დახარჯა. ქუთაისელებს ატყუებდა, ქუთაისი განვითარდებაო

ამირან სალუქვაძე: თავის დროზე ქუთაისში გადაიტანა სააკაშვილმა პარლამენტი, რომ პარლამენტის წინ არ შეკრებილიყვნენ და ამაში 360 მილიონი დახარჯა. ქუთაისელებს ატყუებდა, ქუთაისი განვითარდებაო

თავის დროზე ქუთაისში გადაიტანა სააკაშვილმა პარლამენტი, მოაშორა თბილისს საპროტესტო ეპიცენტრის ადგილი, რომ პარლამენტის წინ არ შეკრებილიყვნენ და ამაში 360 მილიონი დახარჯა. ქუთაისელებს ატყუებდა, რომ ამით ქუთაისი განვითარდებაო, - ამის შესახებ ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„მთელი ამ 30-წლიანი ისტორიის მანძილზე მივეჩვიეთ, რომ რაღაც [ხალხის] მასა უნდა შეიქმნას, თან აუცილებლად პარლამენტის წინ. სადმე რიყეზე თუ შეიკრიბებიან, ან სხვა სივრცეში, ვერ წარმოუდგენია ჩვენს ოპოზიციას. მხოლოდ ამ დღეების აქციაზე არ ვამბობ. ზოგადად არის ეს მავნე ტრადიცია ჩამოყალიბებული. ალბათ მაგიტომ იყო როდესაც თავის დროზე ქუთაისში გადაიტანა სააკაშვილმა პარლამენტი, მოაშორა თბილისს საპროტესტო ეპიცენტრის ადგილი, რომ პარლამენტის წინ არ შეკრებილიყვნენ და ამაში 360 მილიონი დახარჯა. ქუთაისელებს ატყუებდა, რომ ამით ქუთაისი განვითარდებაო. რაღაც სტერეოტიპია ჩამოყალიბებული ჩვენთან, რომ აი რამდენი ათასი უნდა შეკრიბო, რომ ხელისუფლებას რაიმე მოთხოვნები წაუყენო, მიხვიდე იმ კონდიციამდე, რომ ვინმეს გადადგომა მოითხოვო და ა.შ. ამაში ვტრიალებთ მთელი ეს 30 წელი, განსაკუთრებით ბოლო წლებში, როდესაც ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით მუდმივად ცდილობს ყოველ წელს, რომ რაღაც საბაბის გამოყენებით შექმნას მუხტი რომ მინიმუმ დააზიანოს ხელისუფლება და ქულები დაიწეროს მოახლოებული არჩევნებისთვის, ან თუ ისეთ [უფრო ძლიერ] მუხტს შექმნის, მოითხოვოს რომელიმე თანამდებობის პირის გადაყენება ხელისუფლებიდან. ვერ ჩამოყალიბებულა საზოგადოება რამდენი ათასია ამისთვის საჭირო 5, 10, 15, თუ 100“, - აღნიშნა ექსპერტმა.