არჩილ თალაკვაძე: თუ ევროკავშირს აქვს ეს საფრთხეები, რომ გარედან არ მოხდეს ჩარევა და თუ მესამე მხრიდან დაფინანსება გავლენას ახდენს ევროკავშირის დემოკრატიაზე, საქართველოს არ აქვს იგივე საფრთხეები და გამოწვევები?

არჩილ თალაკვაძე: თუ ევროკავშირს აქვს ეს საფრთხეები, რომ გარედან არ მოხდეს ჩარევა და თუ მესამე მხრიდან დაფინანსება გავლენას ახდენს ევროკავშირის დემოკრატიაზე, საქართველოს არ აქვს იგივე საფრთხეები და გამოწვევები?

გასული წლის ბოლოს ევროკავშირმა გამოაქვეყნა ანგარიში „ევრობარომეტრი“, რომელიც ამბობს, რომ ევროპაში ყოველი გამოკითხული 10 მოქალაქიდან 8 აცხადებს, რომ მის დემოკრატიაში გარე ჩარევა და გარედან შემოსული დაფინანსების გაუმჭვირვალობა არის პრობლემა და ეს საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. თუ ევროკავშირს აქვს ეს საფრთხეები, რომ გარედან არ მოხდეს ჩარევა და თუ მესამე მხრიდან დაფინანსება გავლენას ახდენს ევროკავშირის დემოკრატიაზე, საქართველოს არ აქვს იგივე საფრთხეები და გამოწვევები? - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„რაც შეეხება დასავლეთს და იმ კრიტიკულ მოსაზრებებს, რაც გამოითქვა, მე მინდა გითხრათ, თუ რას ფიქრობს ევროპა და მოგიყვანთ ევროკავშირის ანგარიშს. გასული წლის ბოლოს ევროკავშირმა გამოაქვეყნა ანგარიში „ევრობარომეტრი“, რომელიც ამბობს, რომ ევროპაში ყოველი გამოკითხული 10 მოქალაქიდან 8 აცხადებს, რომ მის დემოკრატიაში გარე ჩარევა და გარედან შემოსული დაფინანსების გაუმჭვირვალობა არის პრობლემა და ეს საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. 10-დან 8 ადამიანი ხედავს ამ პრობლემას და მოუწოდებს თავის მთავრობას, მიიღოს ქმედითი ზომები ამის წინააღმდეგ. ამის შემდეგ, დეკემბერში, ევროკომისიამ, ანუ ევროპის მთავრობამ შეიმუშავა და დაამტკიცა ევროდირექტივა, რომელშიც ევროკავშირი მოუწოდებს ყველა წევრ ქვეყანას, შეიმუშაონ გამჭვირვალობის შესახებ ადეკვატური, ქმედითი, ეფექტიანი კანონმდებლობა. ამ ევროდირექტივამდე ევროპის 15 ქვეყანას უკვე აქვს სხვადასხვა რეგულაცია გამჭვირვალობის შესახებ, არსებობს გამჭვირვალობის რეესტრი, რომელშიც ის ორგანიზაციებიც არიან დარეგისტრირებულები, რომლებიც აქ საქართველოში გვაკრიტიკებენ. აქ რატომ გამოდიან ასე გააფთრებით ამ კანონის და რეესტრის წინააღმდეგ, ამას კიდევ კითხვების დასმა სჭირდება საზოგადოების მხრიდან. ანუ, 15 ქვეყანას უკვე აქვს ასეთი კანონი, ხოლო დანარჩენ 12 ქვეყანას ევროკავშირმა უკვე მოუწოდა, შექმნან ასეთი კანონი. ევროპარლამენტში ამის განხილვა უკვე დაწყებულია. ეს არის ევროკავშირის პოზიცია. როგორ ფიქრობთ, თუ მას აქვს ეს საფრთხეები, რომ გარედან არ მოხდეს ჩარევა და თუ მესამე მხრიდან დაფინანსება გავლენას ახდენს ევროკავშირის დემოკრატიაზე, საქართველოს არ აქვს იგივე საფრთხეები და გამოწვევები?“ - აღნიშნა თალაკვაძემ.