ანრი ოხანაშვილი: თუ ვინმეს აქვს დასამალი და თუ ვინმეს არ სურს, გაკეთებული „კეთილი და კარგი საქმის“ გამოჩენა, ის გამოვა და იყვირებს, რომ თურმე, რუსული კანონია. ეცდება, სტიგმატიზება მოახდინოს

ანრი ოხანაშვილი: თუ ვინმეს აქვს დასამალი და თუ ვინმეს არ სურს, გაკეთებული „კეთილი და კარგი საქმის“ გამოჩენა, ის გამოვა და იყვირებს, რომ თურმე, რუსული კანონია. ეცდება, სტიგმატიზება მოახდინოს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმიანება.

მისი თქმით, კანონის მთავარი მიზანია, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საქართველოში შემოსული და დახარჯული თანხების გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი.

„ეს არის ხალხი, რომელიც ძალადობას ახალისებს; ეს არის ხალხი, რომელიც ფაშისტურ განცხადებებს მხარს უჭერს, ეს არის ხალხი, რომელიც ტაშს უკრავს ჟურნალისტებზე ძალადობას იქიდან გამომდინარე, რომ მათთვის მიუღებელია კრიტიკული და განსხვავებული აზრი.

ეს არის მთავარი ამოცანა, რომ საქართველოში შემოსული და დახარჯული თანხების გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი. თუ არავის არაფერი აქვს დასამალი, თუ გამჭვირვალედ ხარჯავენ, თუ კეთილსინდისიერ საქმეს ახმარენ, ძალიან კარგი და ჩვენ ამას მივესალმებით. თუ ვინმეს აქვს დასამალი და თუ ვინმეს არ სურს „კეთილი და კარგი საქმის“ კეთების გამოჩენა, რა თქმა უნდა, ის გამოვა და იყვირებს, რომ ეს არის, თურმე რუსული კანონი. ეცდება, სტიგმატიზება მოახდინოს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას პარლამენტი 29 აპრილის სასესიო კვირაში დაუბრუნდება.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.