ვარლამ წიკლაური: „იმედზე“ თავდასხმა არაევროპულია! ჟურნალისტების ბულინგი არაევროპულია! ასე როგორ გძულთ განსხვავებული აზრი, ასე როგორ გეშინიათ სიმართლის მოსმენის?

ვარლამ წიკლაური: „იმედზე“ თავდასხმა არაევროპულია! ჟურნალისტების ბულინგი არაევროპულია! ასე როგორ გძულთ განსხვავებული აზრი, ასე როგორ გეშინიათ სიმართლის მოსმენის?

„იმედის“ ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვარლამ წიკლაური საპროტესტო აქციების გაშუქებისას არხის ჟურნალისტებზე თავდასხმებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ჟურნალისტების ბულინგი არაევროპულია.

„იმედზე“ თავდასხმა არაევროპულია! ჟურნალისტების ბულინგი არაევროპულია! შეურაცხყოფა და ეთერში შევარდნა არაევროპულია! ასე როგორ გძულთ განსხვავებული აზრი, ასეთი მიუღებლობა როგორ გაქვთ კრიტიკული აზრის, ასე როგორ გეშინიათ სიმართლის მოსმენის? ეს არაევროპულია, არადემოკრატიულია!”, - წერს ვარლამ წიკლაური.

როგორც ცნობილია „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფებს აქციის მონაწილეების მხრიდან მუდმივად ზეწოლის ფონზე უხდებათ მუშაობა. აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ხელით ეხებიან როგორც „იმედის“ ჟურნალისტებს, ისე ტელევიზიის ინვენტარს, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. გადამღებ ჯგუფს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიან ევროკავშირის დროშით აღჭურვილი ადამიანები.

აღსანიშნავია, რომ ძალადობას აქციის ორგანიზატორებიდან არავინ ემიჯნება. დუმს მესამე სექტორი.