დიდუბის რაიონის გამგეობამ წერეთლის გამზირის N9-11-ში მდებარე ეზოში არსებული სპორტული მოედნის სრული განახლება დაიწყო.
სამუშაოების ფარგლებში, შეიცვლება მოედნის შესასვლელი კარი, ფეხბურთის კარის ბადეები და კალათბურთის ფარები, დაიგება ხელოვნური ბალახის ახალი საფარი, ასევე რეაბილიტირდება ლითონის მავთულბადე.
სპორტული მოედნების აღდგენას შპს „იერაქსი“ ახორციელებს, პროექტის ბიუჯეტი 18 000 ლარია.