შალვა პაპუაშვილი: ამ აქციებმა დაგვანახა ხალხის მხარდაჭერა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიმართ

შალვა პაპუაშვილი: ამ აქციებმა დაგვანახა ხალხის მხარდაჭერა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიმართ

ამ აქციებმა დაგვანახა ხალხის მხარდაჭერა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიმართ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ვინმეს რაიმე არგუმენტი აქვს კანონპროექტთან დაკავშირებით, შეუძლიათ ჩაერთონ განხილვაში.

„ამ აქციებმა დაგვანახა ხალხის მხარდაჭერა ამ კანონპროექტის მიმართ. რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი გააგრძელებს მსჯელობას ამ კანონზე. ვინმეს თუ არგუმენტები აქვს კანონთან დაკავშირებით, მსჯელობა მიდის. ჩვენი პოზიცია ცხადია, რომ ეს კანონი სჭირდება ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის პოზიციაცაა, რომ მათ სჭირდებათ ეს კანონი“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტმა ორდღიანი ხმაურიანი განხილვის შემდეგ 17 აპრილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.