პრემიერ-მინისტრი გამოფენაზე (ვიდეო)

პრემიერ-მინისტრი გამოფენაზე (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი "რობიკონის" საგამოფენო დარბაზში გამართულ ფოტოგამოფენას დაესწრო

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნის ორი წელი, რომელიც ფოტოკადრებში აისახა, დღეს თეატრი- ფაბრიკა "რობიკონის" საგამოფენო დარბაზში გამოიფინა. ექსპოზიციის- "მე ვუხდი მადლობას ბიძინა ივანიშვილს", ავტორები არიან ფოტოხელოვანები-გიორგი აბდალაძე და გიორგი კაკულია.

გამოფენის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან ერთად დაესწრო. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, მისთვის ძალიან ემოციურია ფოტოგამოფენის ნახვა. "ეს არის ისტორია. ეს არის საოცრება, რაც ამ ერთმა ადამიანმა, მართლაც საოცარმა პიროვნებამ, ბატონმა ბიძინამ გააკეთა ქართველ ხალხთან ერთად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოფენის დათვალიერების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილისადმი მადლიერების გამოხატვის ნიშნად, ექსპოზიციის კედელზე საკუთარი ჩანაწერი დატოვა.