ალეკო ელისაშვილი: კარგი, გულიანი ნაცემი ვარ, მათ შორის ნეკნი მაქვს მოტეხილი - ტუჩი მაქვს ისეთი, რომ ვხუმრობ, ანჯელინა ჯოლის ჩინური ვერსია ვარ-მეთქი

ალეკო ელისაშვილი: კარგი, გულიანი ნაცემი ვარ, მათ შორის ნეკნი მაქვს მოტეხილი - ტუჩი მაქვს ისეთი, რომ ვხუმრობ, ანჯელინა ჯოლის ჩინური ვერსია ვარ-მეთქი

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა.

მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ, ელისაშვილმა ინტერპრესნიუსთან" ისაუბრა.

„კორექტული ჯაჯგური" გვქონდა პოლიციასთან. ამ დროს, პირისპირ შევეფეთე საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს, ვაჟა სირაძეს და მისი უშუალო ხელმძღვანელობით შემათრია რამდენიმე პოლიციელმა კანცელარიასთან. ამ შეთრევის დროს წავიქეცი და წაქცეულს წიხლებით შემდგნენ. ვინ იყვნენ ვერაფრით ვიტყვი იმიტომ, რომ მარტო ფეხებს და "ბათინკებს" ვხედავდი. ასეთი "კარგი" ნაცემი შემდეგ შემიყვანეს კანცელარიაში, იქ ანზორ ჩუბინიძესაც შევხვდი და მასთან ცხარე საუბარი მქონდა. ამის შემდეგ მანქანაში ჩამსვეს მე და ერთი დაკავებული მომიტინგე, დაახლოებით ნახევარი საათი გაჩერებული ვყავდით და ბოლოს მიგვიყვანეს დიდუბეში, წერეთლის პოლიციის სამმართველოში. იქ რამდენიმე საათი ვიყავი, ოქმები შეადგინეს, ამ დროს ლევან იოსელიანიც მოვიდა და მალე წამოვედით. მერე მე წავედი კლინიკაში იმიტომ, რომ მთელი სხეული ძალიან მტკიოდა. თავის ტომოგრაფია, რენტგენი გადავიღე. "კარგი გულიანი ნაცემი ვარ. ტუჩი მაქვს ისეთი, რომ ვხუმრობდი,ანჯელინა ჯოლის ჩინური ვერსია ვარ-მეთქი და ნეკნი მაქვს მოტეხილი. სახლში ვარ, მხნედ, შეუპოვრად ვარ და ნებისმიერ შემთხვევაში, არა რუსულ კანონს“, - განაცხადა ელისაშვილმა.