30 წლის წინ რუსთაველზე ხალხი იკრიბებოდა იმისთვის, რომ მოეთხოვათ სუვერენიტეტი და პარადოქსია, რომ ამ დღეებში ოპოზიცია და მისი NGO-ები კრებდნენ ხალხს იმისთვის, რომ მოეთხოვათ ნაკლები სუვერენიტეტი

30 წლის წინ რუსთაველზე ხალხი იკრიბებოდა იმისთვის, რომ მოეთხოვათ სუვერენიტეტი და პარადოქსია, რომ ამ დღეებში ოპოზიცია და მისი NGO-ები კრებდნენ ხალხს იმისთვის, რომ მოეთხოვათ ნაკლები სუვერენიტეტი

30 წლის წინ რუსთაველზე ხალხი იკრიბებოდა იმისთვის, რომ მოეთხოვათ სუვერენიტეტი და პარადოქსია, რომ ამ დღეებში ოპოზიცია და მისი NGO-ები კრებდნენ ხალხს იმისთვის, რომ მოეთხოვათ ნაკლები სუვერენიტეტი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, წინ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ხანგრძლივი პროცესია. პაპუაშვილი ამბობს, რომ ყველას ექნება საშუალება არგუმენტები საკომიტეტო განხილვებზე და პლენარული სესიაზე წარმოადგინოს.

„პარადოქსია იმის დაშვება, ადამიანები მიიყვანო იქამდე, რომ ათქმევინო, რომ მას უნდა ჰქონდეს რაც შეიძლება ნაკლები ინფორმაცია, რომ ბევრი ინფორმაცია მისთვის არის თითქოს ცუდი და მავნებელი. ამ პარადოქსამდე არის მისული NGO სექტორი და ამ პარადოქსამდე მიგვიყვანა ამ სიტუაციამ. საერთაშორისო გამოხმაურების მხრივ, ჩვენ ვნახეთ ერთი რამ, რომ პროპაგანდა ე.წ. „რუსული კანონის“ ჩაიშალა. არცერთ გამოხმაურებაში ასეთი ტერმინოლოგია, რომელიც სამწუხაროდ, შარშან ერთ-ერთმა დიპლომატმა დაამკვიდრა, აღარ არის. ეს პროპაგანდა - „რუსული კანონი“ ჩაიშალა. ახლა ვართ მეორე სტადიაში, სადაც ჩვენ გვაინტერესებს, რაში არის შინაარსობრივი კრიტიკა. კანონის მიღების პროცესი არის გრძელი, რამდენიმე კვირა დასჭირდება. ყველას აქვს დრო, რომ წარმოადგინოს საკუთარი არგუმენტები საკომიტეტო განხილვის დროს, ასევე, პლენარულ სესიაზე. დღემდე ვერაფერი მოვისმინეთ, მათ შორის ვერც უცხოელებისგან მოვისმინეთ რაიმე არგუმენტი. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის დოგმატიზმი. ანუ, როდესაც დოგმებით გველაპარაკებიან და რწმენის საკითხად აქცევენ, რომ რაღაც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებას თუ არ ეწინააღმდეგება. დოგმებისა და დოგმატური აზროვნების გამოვლენის ყველაზე იოლი საშუალება არის დასმა ერთი მარტივი კითხვის - რატომ? რატომ ეწინააღმდეგება ევროპის ღირებულებებს? რატომ? ამის იქით რომ აღარ არის პასუხები ეს გვაჩვენებს, რომ სინამდვილეში არგუმენტი არ აქვს არავის და არის ჩვეულებრივი დოგმები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.