შალვა პაპუაშვილი: პროტესტის ბირთვი ქვეყანაში 10-20 „ენჯეოა“, რომლებსაც ფინანსები აქვთ დასამალი და ლამის ამ 20 „ენჯეოს“ ყოველწლიურ დეკლარაციას გადააყოლეს ყველაფერი

შალვა პაპუაშვილი: პროტესტის ბირთვი ქვეყანაში 10-20 „ენჯეოა“, რომლებსაც ფინანსები აქვთ დასამალი და ლამის ამ 20 „ენჯეოს“ ყოველწლიურ დეკლარაციას გადააყოლეს ყველაფერი

გამჭვირვალობა გულისხმობს არა საფინანსო ვალდებულებების გასტუმრებას, არამედ საჯაროობას საზოგადოების მიმართ. საზოგადოებას საგადასახადო ინფორმაციაზე წვდომა არ და ვერ ექნება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პროტესტის ბირთვი ქვეყანაში 10-20 „ენჯეოა“, რომლებსაც ფინანსები აქვთ დასამალი და ლამის ამ 20 „ენჯეოს“ ყოველწლიურ დეკლარაციას გადააყოლეს ყველაფერი.

„ყველაზე დიდი მანიპულაციაა, რასაც „ენჯეო“ სექტორიდან ამბობენ, რომ საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შესულიყოო. საგადასახადო კოდექსი საერთოდ არაფერ შუაშია გამჭვირვალობასთან. როდესაც ისინი საუბრობენ, რომ საშემოსავლო გადასახადს იხდიან, ამას არანაირი კავშირი არ აქვს გამჭვირვალობასთან. ეს არის საბიუჯეტო, საფინანსო საკითხი, რომელიც დაცულია საგადასახადო საიდუმლოებით, მათ შორის ყველა ქვეყანაში, საქართველოშიც და რომელზე წვდომაც აქვს მხოლოდ რამდენიმე ინსტიტუციას თუ ადამიანს, რომელიც საგადასახადო საქმიანობაშია ჩართული. გამჭვირვალობა გულისხმობს არა საფინანსო ვალდებულებების გასტუმრებას, არამედ საჯაროობას საზოგადოების მიმართ. საზოგადოებას საგადასახადო ინფორმაციაზე წვდომა არ და ვერ ექნება. ამიტომ ესეც სპეკულაციაა, რომ საგადასახადო კოდექსი უნდა შეიცვალოს. ჩვენ ვსაუბრობთ გამჭვირვალობის საკითხზე, ბოლო-ბოლო რაზეა საუბარი. საბოლოო ჯამში ჩვენ რომ ვუყურებთ, ამ პროტესტის ბირთვი არის 10-20 „ენჯეო“ სინამდვილეში, რომლებსაც ეს აწუხებთ იმიტომ, რომ მათ აქვთ დასამალი ფინანსები და ამ 20 „ენჯეოს“ ყოველწლიურ დეკლარაციას გადააყოლონ ლამის ყველაფერი. არასერიოზულია ეს მსჯელობა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.