ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა უკრაინის მხარდამჭერ კანონპროექტს კენჭისყრაზე შაბათს გაიტანს, - ამის შესახებ ქვედა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა.
მისივე თქმით, წარმომადგენელთა პალატაში ოთხი სხვადასხვა კანონია შესული, უკრაინის, ისრაელისა ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის მხარდაჭერის, ასევე, რუსეთის, ჩინეთისა და ირანის შემაკავებელი ზომების შესახებ.
სენატმა უკრაინის, ისრაელის, ტაივანისა და სხვა პარტნიორებისთვის 95 მილიარდი დოლარის გამოყოფას ერთი თვის წინ დაუჭირა მხარი. აქედან 60 მილიარდ დოლარზე მეტი, უკრაინისთვის არის განკუთვნილი.