ნინი მაისურაძე: უმორალოებისგან მორალის კითხვას, ორმაგ სტანდარტს და თავისუფლების სახელით ძალადობას არაფერი აქვს საერთო ევროპასთან! აი ასეთების ადგილი არ არის ევროპაში

ნინი მაისურაძე: უმორალოებისგან მორალის კითხვას, ორმაგ სტანდარტს და თავისუფლების სახელით ძალადობას არაფერი აქვს საერთო ევროპასთან! აი ასეთების ადგილი არ არის ევროპაში

„ქრონიკის“ ჟურნალისტი ნინი მაისურაძე ბოლო პერიოდში „იმედის“ ჟურნალისტების წინააღმდეგ გახშირებულ თავდასხმებთან დაკავშირებით Facebook-პოსტს აქვეყნებს.

„ბოლო პერიოდში „იმედზე“ გამძაფრებულ თავდასხმასთან დაკავშირებით 2 სიტყვით - ვუსმენდი პრემიერის ბრიფინგს, ერთ-ერთ ჟურნალისტს არაკოლეგიალურობაში მხილება ეწყინა, რაც გუშინ აქციის მონაწილეების მხრიდან „იმედზე“ თავდასხმას უკავშირდებოდა.

ძალადობის წამხალისებლებზეც 2 სიტყვით: რამდენიმე დღის წინ ასეთი პრეცედენტიც მოხდა. ე.წ ჟურნალისტი ვიკა ბუკია მისი „ბაბლის“ გახარების მიზნით, საქმიანობის შესრულებისას მომივარდა, ვიდეო გადამიღო და სოცქსელში გამოაქვეყნა. ამ ვიდეოს გადაღებამდე, მედიის თავისუფლებაზე მოლაპარაკე კოლეგამ, ჩემი კამერის შეშვება აუკრძალა დაცვას, ჩემი დასმული კითხვა აღიზიანებდა მისი დამფინანსებლის, ნინო ლომჯარიას მისამართით და ხელს მიშლიდა.

გადაღებიდან რომ წამოვედით, სირბილით დამეწია და გაღიზიანებულმა შური ასე იძია. ვინც არ იცით, მართლა ცხოვრობდა რუსეთში. მისი მეუღლე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იყო და მაშინ ვიკა არ აქტივისტობდა. ეს ახლა, ბანკირების ტელევიზიაში „აეხილა თვალი“ და აქტივისტად, სოცქსელის ჯამბაზად და ე.წ. წამყვანად ერთდროულად ჩამოყალიბდა. ამდენ რამეს შეჭიდებულ ადამიანს ბუნებრივია მიუკერძოებლობას ვერც მოვთხოვ.

და მთავარი… სქრინებში, აი ეს ადამიანები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მედიის დამცველი ორგანიზაციები და „კოლეგები“ საუბრობენ ევროპულ ღირებულებებზე, მედიისა და სიტყვის თავისუფლებაზე, კოლეგიალობაზე. ვის სთხოვთ პასუხს? თავად ახალისებთ ძალადობას! იწონებთ, „აჰაჰავებთ“ და იკვებებით მსგავსი მარაზმით. აქციაზე თქვენი „ბაბლიც“ დგას, რომლებიც გბაძავენ, თქვენგან იღებენ მაგალითს. სწორედ ამის შედეგი იყო გუშინდელი თავდასხმაც, რასაც არაფერი აქვს საერთო ევროპულთან.

უმორალოებისგან მორალის კითხვას, ორმაგ სტანდარტს და თავისუფლების სახელით ძალადობას არაფერი აქვს საერთო ევროპასთან! აი ასეთების ადგილი არ არის ევროპაში. საქართველოს ადგილი კი ნამდვილად ევროპაშია“, - წერს ნინი მაისურაძე.