დაჩი ცაგურია: ქურდბაცაცა გიგი უგულავა, რომლის მსგავსი კორუფციაც რუსეთში არც დაესიზმრებოდათ, და ნიკა გვარამია, რომლის დროსაც ადამიანის უფლებათა რუსული სტანდარტი სანატრელი იყო

დაჩი ცაგურია: ქურდბაცაცა გიგი უგულავა, რომლის მსგავსი კორუფციაც რუსეთში არც დაესიზმრებოდათ, და ნიკა გვარამია, რომლის დროსაც ადამიანის უფლებათა რუსული სტანდარტი სანატრელი იყო

წეღან ვუყურებდი და გაოგნებული ვიყავი, რომ კორუმპირებული, კორუფციონერი გიგი უგულავა და ვინც რუსეთის პროკურატურაზე უარესი პროკურატურა შეუქმნა საქართველოს - ადეიშვილი და გვარამია, ესენი დგანან და მორალს უკითხავენ პატიოსან პოლიციელებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ განაცხადა.

„ორი ღორი, ორი კორუმპირებული, ორი ბინძური, ორი რუსული მეთოდებით მმართველი - ქურდბაცაცა გიგი უგულავა, რომლის მსგავსი კორუფციაც რუსეთში არც დაესიზმრებოდათ, და ნიკა გვარამია, რომლის დროსაც ადამიანის უფლებათა რუსული სტანდარტი სანატრელი იყო. როცა გვარამია და ადეიშვილი რუსეთზე უარეს ქვეყანაში გვაცხოვრებდნენ - არ გახსოვთ, პუტინივით როგორ მოირგო სააკაშვილმა კონსტიტუცია? სამარადჟამოდ ხელისუფლებაში რომ უნდა დარჩენილიყო, გვარამიებმა და ადეიშვილებმა არ დაუწერეს და მოარგეს ის კონსტიტუცია? ყველა საქმე გაუკეთა სააკაშვილმა საქართველოში რუსეთს, საქართველო გააღატაკა და ქართველი ხალხი გააჩანაგა“, - აღნიშნა დაჩი ცაგურიამ.

მისივე თქმით, გვარამია თუ ვინმეს დემოკრატიის შუქურა ჰგონია, ეს არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი.

„სააკაშვილი, გვარამია, ადეიშვილი, უგულავა... ლიაკა ხოშტარია, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საყვარელი სტუდენტი იყო - მთელი „კაგებე“ ლექციებს უკითხავდა და ატრენინგებდა „მგიმოში“. ეს ხალხი რუსულ ყაიდაზეა გაზრდილი, ამ ადამიანებმა ყველა სიკეთე საბჭოთა კავშირისგან მიიღეს“, - აღნიშნა ცაგურიამ.