გიგი უგულავა: ერთადერთი გამოსავალი არის დაუმორჩილებლობა ყველგან, ყველაფერში, სოფლიდან, ქალაქში

გიგი უგულავა: ერთადერთი გამოსავალი არის დაუმორჩილებლობა ყველგან, ყველაფერში, სოფლიდან, ქალაქში

ესენი ძალადობენ ყველგან, ყველაფერში, გააფორმეს რუსული ოკუპაცია. ერთადერთი გამოსავალი არის დაუმორჩილებლობა ყველგან, ყველაფერში. სოფლიდან, ქალაქში, იმიტომ, რომ ეს არის ოკუპაცია ხალხო, ჰიბრიდული ოკუპაცია, - ამის შესახებ გიგი უგულავამ აქციაზე განაცხადა.

„დღეს რაც გააკეთა, კობახიძის განცხადება იყო, ღიად დაადანაშაულა ჩვენი პარტნიორები, დაადანაშაულა სახელმწიფო გადატრიალებაში. რას ნიშნავს ეს? ე.ი საქართველოს მთელი საერთაშორისო პოლიტიკა შეცვალა, ვსიო მორჩა, შეცვლილია. დასავლეთი გამოიყვანეს მტრად, რუსეთი მოკავშირედ. ერთადერთი გასაფორმებელი დარჩა ხუთჯვრიანი დროშის ნაცვლად ტრიკოლორი აფრიალონ რუსული. ეს არის ჰიბრიდული ოკუპაცია. ამიტომ, ახლა მარტო კანონზეც აღარ არის ლაპარაკი. ეს პოლიციელები რომ დგანან, კანონი რაღად გვინდა, კანონი საერთოდ გაუქმდა. კონსტიტუცია პირდაპირ დაარღვია დღეს 78-ე მუხლი კობახიძემ. ამიტომ, არა რუსულ მთავრობას არის ერთადერთი. ხვალ რომ გაიტანოს, უნდა დარჩეს ეს და მერე ზეგ ისევ იგივე მავნებლობა უნდა გააკეთონ?“, - აღნიშნა უგულავამ.