კახა კალაძე: „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, ვინც ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს იცავს და რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ იქნება ის გუნდი, ვინც გააერთიანებს და ევროპაში შეიყვანს ჩვენს ქვეყანას

კახა კალაძე: „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, ვინც ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს იცავს და რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ იქნება ის გუნდი, ვინც გააერთიანებს და ევროპაში შეიყვანს ჩვენს ქვეყანას

"ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, ვინც ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს იცავს და რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ იქნება ის გუნდი, ვინც გააერთიანებს და ევროპაში შეიყვანს ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, თუკი რამე წარმატებას მიაღწია ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე, ეს ყველაფერი დაკავშირებულია „ქართული ოცნების“ მმართველობასთან.

„სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დაცულია და ის წლები ყველამ ერთად ჩავაბარეთ წარსულს, როდესაც განსხვავებული აზრი იდევნებოდა ქვეყანაში და გვახსოვს, რა დამოკიდებულება იყო, როგორ უსწორდებოდნენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს, რა დამოკიდებულება იყო მათი ოჯახის წევრების მიმართ. დღეს აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება გვაქვს ქვეყანაში და ეს ჩვენი ყველას დამსახურებაა. თუკი რამე წარმატებას მიაღწია ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე, ეს ყველაფერი დაკავშირებულია „ქართული ოცნების“ მმართველობასთან, ყველა წინ გადადგმული ნაბიჯი ასოცირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნასთან - ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი მიმოსვლა ვიზების გარეშე, კანდიდატის სტატუსი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, ვინც ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს იცავს და რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ იქნება ის გუნდი, ვინც გააერთიანებს და ევროპაში შეიყვანს ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.