ირინა ბათიაშვილი: დამერწმუნეთ, აქციებზე მართლა არიან ადამიანები, რომლებიც დეზინფორმაციის მსხვერპლნი არიან და მე მინდა მათ ვუთხრა, რომ, პირველ რიგში, ეს კანონი არავის შერაცხავს აგენტად

ირინა ბათიაშვილი: დამერწმუნეთ, აქციებზე მართლა არიან ადამიანები, რომლებიც დეზინფორმაციის მსხვერპლნი არიან და მე მინდა მათ ვუთხრა, რომ, პირველ რიგში, ეს კანონი არავის შერაცხავს აგენტად

დამერწმუნეთ, რომ აქციებზე მართლა არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც დეზინფორმაციის მსხვერპლნი არიან, და მე მინდა მათ ვუთხრა, რომ, პირველ რიგში, ეს კანონი არავის შერაცხავს აგენტად. საერთოდ ეს ტერმინი კანონში არ ფიქსირდება, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ირაკლი ბათიაშვილის შვილმა, ირინა ბათიაშვილმა განაცხადა.

„სოცქსელებში ჩვენგან განსხვავებული აზრის მქონე ერთ-ერთმა ადამიანმა მკითხა, „თუ არასამთავრობო ორგანიზაცია აფინანსებს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს, უპატრონო ძაღლების თავშესაფარს, ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და ამ ორგანიზაციის დაფინანსება 100%-ით გამჭვირვალეა, მათ რატომ ნათლავთ აგენტებად იმის გამო, რომ ვიღაცაზე გეპარებათ ეჭვი სახელმწიფო გადატრიალებაში?“.

დამერწმუნეთ, რომ ამ აქციებზე მართლა არიან ასეთი ადამიანები, რომლებიც დეზინფორმაციის მსხვერპლნი არიან და, გარდა ამისა, შეიძლება მართლა დაებადოთ ეს კითხვა. მე მინდა მათ ვუთხრა, რომ, პირველ რიგში, ეს კანონი არავის შერაცხავს აგენტად. საერთოდ ეს ტერმინი კანონში არ ფიქსირდება. ზუსტად ეს კანონი იქნება თქვენი დაზღვევა და ფარი იმის წინააღმდეგ, რომ თუ ხვალ ვინმეს მოუნდა თქვენი საქმიანობის ტალახში ამოსვრა, ხალხი ამ გამჭვირვალობის რეესტრის საშუალებით დაინახავს, რომ თქვენ კეთილსინდისიერ საქმეს ემსახურებით“, - აღნიშნა ირინა ბათიაშვილმა.