საქართველოს პრემიერ-მინისტრი სვეტიცხოველში საზეიმო წირვას დაესწრო
გიორგობის დღსესასწაულთან დაკავშირებით, დღეს სვეტიცხოველში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახთან ერთად დაესწრო.
მან სვეტიცხოველში შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა. "მე მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო სრულიად საქართველოს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული და მინდა გავიმეორო, რომ წმინდა გიორგი ყოველთვის იყო და იქნება ქართველებისთვის გამორჩეული წმინდანი, იყო სიმბოლო სიკეთის გამარჯვების ბოროტებაზე, მინდა ქართველებს ვუსურვო გამარჯვება, ბოროტების დამარცხება და რაც მთავარია გამთლიანება"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა .