ირაკლი კობახიძე: 27 ელჩი მივიდა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან დემარშით იმის შესახებ, რომ თითქოს ვკლავდით სააკაშვილს, ასეთი შეცდომებისგან არ არის დაზღვეული არც ევროკავშირი მათ შორის

ირაკლი კობახიძე: 27 ელჩი მივიდა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან დემარშით იმის შესახებ, რომ თითქოს ვკლავდით სააკაშვილს, ასეთი შეცდომებისგან არ არის დაზღვეული არც ევროკავშირი მათ შორის

გვახსოვს არაერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენგან ითხოვდნენ არასწორ რამეს, მათ შორის არასწორ ინფორმაციაზე დაფუძნებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში „გამჭვირვალობის შესახებ კანონის" შესახებ უცხოურ კრიტიკაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა გაიხსენა, რომ არასწორ ინფორმაციაზე დაფუძნებით 27-მა ელჩმა იუსტიციის მინისტრს სააკაშვილის თემაზე დემარში გამოუცხადა.

„არ ვიცი რა მოხდა მაშინ, ალბათ შეცდომაში შეიყვანეს ისინი, 27 ელჩი მივიდა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან დემარშით, იმის შესახებ, რომ თითქოს ვკლავდით სააკაშვილს. ასეთი შეცდომებისგან არ არის დაზღვეული არც ევროკავშირი მათ შორის. 27 ელჩი აიძულეს, ასეთი ყალბი დემარში განეხორციელებინათ. მთავარი ის კი არ არის, სხვა რას გეუბნება, არამედ ის, რა არის შენს ინტერესებში", - განაცხადა პრემიერმა.