ავტოფარეხების დემონტაჟი გრძელდება

ავტოფარეხების დემონტაჟი გრძელდება

დიდუბის რაიონის გამგეობა უსახური ავტოფარეხების დემონტაჟს განაგრძობს. ამ ეტაპზე, დემონტაჟის სამუშაოები დიღმის მასივის მეხუთე კვარტლის მე-9 კორპუსის მიმდებარედ ხორციელდება.

სამუშაოების ფარგლებში, ჯამში, 54 ფარეხის დემონტაჟი მოხდება რის შემდგომაც, ტერიტორიაზე მოსახლეობასთან შეთანხმებული პროექტით, მოსასვენებელი სივრცე მოეწყობა.

სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატებთან ირმა ზავრადაშვილთან და გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნობა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.