გია აბაშიძე გამჭვირვალობის კანონპროექტზე: სპეკულაციები მის ე.წ. რუსულ წარმომავლობაზე მეტყველებს, რომ რიგი ე.წ. არასამთავრობოები & მედია პირდაპირ თუ ირიბად,

გია აბაშიძე გამჭვირვალობის კანონპროექტზე: სპეკულაციები მის ე.წ. რუსულ წარმომავლობაზე მეტყველებს, რომ რიგი ე.წ. არასამთავრობოები & მედია პირდაპირ თუ ირიბად, "პროევროპული მანტიით", ასრულებენ ოკუპანტის საქმეს

გამჭვირვალობაზე პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი გულისხმობს საზოგადოებისთვის ფინანსების წარმომავლობის თვალსაჩინოებას და ამით საქართველოს სუვერენიტეტის გაძლიერებას. სპეკულაციები მის ე.წ. რუსულ წარმომავლობაზე მეტყველებს, რომ რიგი ე.წ. არასამთავრობოები & მედია პირდაპირ თუ ირიბად, "პროევროპული მანტიით", ასრულებენ ოკუპანტის საქმეს - დესტრუქცია და რყევები დემოკრატიულ საქართველოში, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსის თქმით, სუვერენული ქვეყანა ისაა, სადაც ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი თავად წყვეტს კანონშემოქმედებით დღის წესრიგს და ნებისმიერი გარე ჩარევა და ამის გაფეტიშება  საქართველოს ხალხის უპატივცემულობა და მხოლოდ პირად, ავაზაკურ მიზნებზე ფოკუსირებაა.

„გამჭვირვალობაზე პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი გულისხმობს საზოგადოებისთვის ფინანსების წარმომავლობის თვალსაჩინოებას და ამით საქართველოს სუვერენიტეტის გაძლიერებას. სპეკულაციები მის ე.წ. რუსულ წარმომავლობაზე მეტყველებს, რომ რიგი ე.წ. არასამთავრობოები & მედია პირდაპირ თუ ირიბად, "პროევროპული მანტიით", ასრულებენ ოკუპანტის საქმეს - დესტრუქცია და რყევები დემოკრატიულ საქართველოში.

სუვერენული ქვეყანა ისაა, სადაც ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი თავად წყვეტს კანონშემოქმედებით დღის წესრიგს. ნებისმიერი გარე ჩარევა და ამის გაფეტიშება არის საქართველოს ხალხის უპატივცემულობა და მხოლოდ პირად, ავაზაკურ მიზნებზე ფოკუსირება.

თუ აღნიშნული კანონპროექტი ფინანსების გამჭვირვალობის უფრო მაღალ სტანდარტს ამკვიდრებს, განამტკიცებს საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას, მისი გააფთრებული ოპონირება არის ანტიქართული, ანტიეროვნული! სხვა ვარიანტი აქ თეორიულადაც არ არსებობს“, - წერს აბაშიძე.