რა სარგებელი აქვს ევროპას საქართველოსგან

რა სარგებელი აქვს ევროპას საქართველოსგან

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი გოგავა, სოციალურ ქსელში წერს.

“ევროპა ყაზახეთიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ყოველწლიურად დაახლოებით 60 მილიარდი ევროს ბუნებრივ რესურსს ყიდულობს. ამ ნედელულის გარეშე ევროპული მრეწველობა ძველებურად ვერ იმუშავებს და ეკონომიკური ვარდნა გარდაუვალი იქნება. ეს ტვირთი ევროპაში რუსეთის გავლით იგზავნებოდა. დღეს ეს მარშრუტი ევროპისთვის აღარ არის მისაღები და სტაბილური.

რუკას თუ დავხედავთ, ვნახავთ, რომ ერთადერთი ალტერნატიული მარშრუტი საქართველოზე გადის. ეს კი ნიშნავს, რომ ევროპას ისე სჭირდება საქართველო, როგორც არასდროს. აქედან გამომდინარე, რისკი იმისა, რომ ევროპამ იზოლაციაში მოგვაქციოს, არ არსებობს. ამიტომ გამოიტანა ხელისუფლებამ "უცხოური ფულის შესახებ" კანონი სწორედ ახლა.

ჩვენს ინტერესში უდავოდ შედის ევროპასთან ურთიერთობები, მაგრამ ეს უნდა იყოს დაფუძნებული ქართულ ეროვნულ ინტერესებზე და ამ ურთიერთობებისგან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ.

დღემდე ასე არ ხდება. ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობაში მეტი ეკონომიკური სარგებელი ევროპას აქვს. ბრიუსელში პრაგმატულად მოაზროვნე კომისრები არიან და სურთ, რომ საქართველოსგან ეკონომიკური სარგებელი შეინარჩუნონ. ჰიპოტეტური წევრობის დაპირება უფრო სახედრის წინ დაკიდებულ სტაფილოს ჰგავს, ვიდრე რეალურ გეგმას. რეალური გეგმა კი საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას უნდა გულისხმობდეს და არა იმის მოთხოვნას, რომ მომეცი სასამართლოზე კონტროლი, აწარმოე მამათმავლობის პროპაგანდა, შეამცირე შობადობა და მიიღე ათასობით მიგრანტი. თავსმოხვეული „ვაშინგტონის კონსენსუსი“ არ გვაძლევს ეკონომიკური განვითარების საშუალებას.

ამ მიზნით ისინი იყენებენ არასამთავრობო სექტორს და ლიბერალურ მედიას, რომელსაც თავადვე აფინანსებენ. მათი ამოცანა კი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველომ არ აწარმოოს სუვერენული პოლიტიკა და ევროპის სარგებელს საფრთხე არ დაემუქროს.

რა სარგებელი აქვს ევროპას საქართველოსგან:

  1. 300,000 ქართველი ევროპაში მესამედ ფასში მუშაობს.
  2. ვაჭრობაში წელიწადში 2 მილიარდ ევროს გვიგებენ
  3. ევროპული კაპიტალი ქართულ საბანკო სექტორში ზემოგებებზე მუშაობს 23% (ევროპაში 8%)
  4. იღებენ საქართველოსგან ბუნებრივ რესურსებს (მეტალი, ფერადი ლითონები, სპილენძი, ოქრო, ხე-ტყე, მანგანუმი, დიატომიტი...)
  5. გვიხდიან დაბალ გადასახადს ენერგიის და ტვირთების ტრანზიტში
  6. გვახდევინებენ მაღალ პროცენტებს საგარეო ვალში
  7. გვაიძულებენ სავალუტო რეზერვები მათ ეკონომიკაში ჩავდოთ მათივე სახელმწიფო ობლიგაციების ყიდვის გზით

ჯამში 10 მილიარდ დოლარზე მეტი სარგებელია წელიწადში. რატომ დათმობენ ახლა ამას?! ამიტომაც დაქოქეს თავისი დაქირავებული ხალხი და სასარგებლო იდიოტები, რადგან სწორედ ეს „მეხუთე კოლონაა“ მთავარი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ საქართველო ვასალურ მგომარეობაში შეინარჩუნონ და ქვეყანას არ მისცენ რეალური და სუვერენული განვითარების საშუალება.

ევროპასთან ურთიერთობა გვჭირდება მხოლოდ ქართული სუვერენული სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად.

ეს არის ქართული სახელმწიფოს ბრძოლა სუვერენიტეტისთვის!”