საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ დასავლელი მოკავშირეების მიერ უკრაინისა და ისრაელის ცის დაცვა ორი განსხვავებული რამ არის, რისი შედარებაც არ შეიძლება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა UNIAN-ი ავრცელებს.
ჟოზეფ ბორელის თქმით, ევროპაში ისრაელის „რკინის გუმბათის“ სისტემის ანალოგის განლაგებას დრო და ბევრი ფული დასჭირდება.
„ირანის თავდასხმის დროს რაკეტებმა გადაუფრინეს საჰაერო ბაზებს, რომლებიც ეკუთვნის საფრანგეთს, შეერთებულ შტატებსა და იორდანიას. და ისინიც იცავდნენ თავიანთ ბაზებს. ეს ასე არ არის უკრაინაში. [უკრაინაში] არ არის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის ან იორდანიის საჰაერო ბაზები“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.
ამასთან, ის დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში უნდა დაეხმარონ.