შალვა პაპუაშვილი: პროტესტის უფლება ყველას აქვს, გამოხატვის უფლება ყველას აქვს, ოღონდ ერთი დათქმით, ეს უნდა იყოს მშვიდობიანი

შალვა პაპუაშვილი: პროტესტის უფლება ყველას აქვს, გამოხატვის უფლება ყველას აქვს, ოღონდ ერთი დათქმით, ეს უნდა იყოს მშვიდობიანი

იყო მშვიდობიანი აქცია, მშვიდობიანად მიდიოდა და მშვიდობიანად მიდიოდა მათ შორის დაშლისკენ. დაინახა რა ეს იმ ჯგუფმა, რომელიც რაციებით მომარაგებული, ზუსტად იგივე ხალხი „სირცხვილია“, „ფრანკლინის კლუბი“ და ის ჯგუფები, რომელიც ჩვენ ვიცით, როგორ აგნებინებდნენ, ძალადობის ორგანიზებისკენ მოუწოდებდნენ, როდესაც ნახეს, რომ სრულდებოდა დღე და იშლებოდა აქცია, დაიწყეს მოწოდება ალყის შემორტყმისკენ, პიკეტირებისკენ, ჩაკეტვისკენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„პოლიციამ მათ მოუწოდა, რომ ის ტერიტორიები, რომლითაც იქნებოდა შესასვლელები შეზღუდული, არ დაეკავებინათ და გაეთავისუფლებინათ. შემდეგ ვნახეთ, რომ იყო სროლა ბოთლებისა და სხვადასხვა ნივთის, მათ შორის პირდაპირ ეთერში ვნახეთ, როგორ ესროლეს ქვა ერთ-ერთ პოლიციელს. ასეთ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, შსს იყენებს სხვადასხვა საშუალებას, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონითა და საერთაშორისო სტანდარტებით. როგორც კი ძალადობის კერა იქნა ნეიტრალიზირებული, ისევ ვნახეთ რომ მშვიდობიანად დაიშალა ბოლოს აქცია. ამიტომ მთავარი მოწოდება არის ის, რომ პროტესტის უფლება ყველას აქვს, გამოხატვის უფლება ყველას აქვს, ოღონდ ერთი დათქმით, ეს უნდა იყოს მშვიდობიანი! წერტილი! კანონის დარღვევის არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს არავის. არანაირი უფლება, რომ ჭიშკრების მტვრევა, პოლიციასთან ფიზიკურ კონტაქტში შესვლა, შეურაცხყოფის მიყენება და ა.შ. ეს არის სწორედ ანტიქართული ქცევა. რაც არაქართულია, ის არის ანტიევროპული“, - აღნიშნა პაპაუაშვილმა.