მაკა ბოჭორიშვილი დევი ჭანკოტაძის განცხადებაზე: ამ ადამიანებს არ სურთ ნორმალური, დემოკრატიული პროცესი ჩვენს ქვეყანაში

მაკა ბოჭორიშვილი დევი ჭანკოტაძის განცხადებაზე: ამ ადამიანებს არ სურთ ნორმალური, დემოკრატიული პროცესი ჩვენს ქვეყანაში

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან დევი ჭანკოტაძის განცხადება შეაფასა.

„ეს [დევი ჭანკოტაძის განცხადება] ნიშნავს ჩვენი საზოგადოების შანტაჟს და იმას, რომ ამ ადამიანებს არ სურთ ნორმალური, დემოკრატიული პროცესი ჩვენს ქვეყანაში. ესენი [„ნაციონალური მოძრაობა“] არიან დემოკრატიის წინააღმდეგ, ქართველი ხალხის მიერ აზრის გამოხატვის წინააღმდეგ და ყველაფრის წინააღმდეგ, რაც საფუძველს ქმნის ნორმალური, სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

გუშინდელ პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დევი ჭანკოტაძემ განაცხადა: „ჩემი, როგორც გენერლის რჩევაა, გაიტანეთ ეს კანონი. ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ მოვლენებს. ერთი ადამიანიც, რომ დაიღუპოს, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება“.