ალექსანდრე რაქვიაშვილი: ჩვენ ამ კანონს მხარს არ დავუჭერთ, შინაარსობრივად ეს არის ამერიკული და ევროპული ფულის კონტროლი

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ჩვენ ამ კანონს მხარს არ დავუჭერთ, შინაარსობრივად ეს არის ამერიკული და ევროპული ფულის კონტროლი

„გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტს გამჭვირვალობის შესახებ მხარს არ დაუჭერს და აღნიშნავს, რომ კანონი შინაარსობრივად ამერიკული და ევროპული ფულის კონტროლს ნიშნავს.

„მართლა ამერიკული მოდელი გადმოვიღოთ, რომ თუ სხვა მთავრობა ან რომელიმე პოლიტიკური ძალა რომელიმე აქაური ორგანიზაციის, თუნდაც, NGO-ს მეშვეობით რაღაც ტიპის გავლენას ახდენს პარლამენტარებზე, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, ეს ექვემდებარებოდეს რეგულირებას. ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ, სამწუხაროდ, და ამის გამო ჩვენ ამ კანონს მხარს არ დავუჭერთ. შინაარსობრივად ეს არის ამერიკული და ევროპული ფულის კონტროლი, რომელიც შემოდის არასამთავრობო სექტორში, ზოგადად ჩვენ პოლიტიკაშიც“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდება. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული პროექტი პლენარულ სხდომას გუშინ მამუკა მდინარაძემ წარუდგინა.