ლაშა ბასლანძე: რაც მამუკა მდინარაძემ გააკეთა, მგონი, ეგეთი არავის უქნია - პარლამენტში მივიდა და 18 საათი იდგა, დაუღეჭა ყველას ყველაფერი

ლაშა ბასლანძე: რაც მამუკა მდინარაძემ გააკეთა, მგონი, ეგეთი არავის უქნია - პარლამენტში მივიდა და 18 საათი იდგა, დაუღეჭა ყველას ყველაფერი

რაც მამუკა მდინარაძემ გააკეთა მე მგონი, ეგეთი არავის უქნია - პარლამენტში მივიდა და 18 საათი იდგა, დაუღეჭა ყველას ყველაფერი, - ამის შესახებ პროდიუსერმა ლაშ ბასლანძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისივე თქმით, გაუგებარია, ალეკო ელისაშვილს რად უღირდა თავისი საქციელი.

„გუშინ, რაც მამუკა მდინარაძემ გააკეთა მე მგონი, ეგეთი არავის უქნია. პარლამენტში მივიდა და 18 საათი იდგა, დაუღეჭა ყველას ყველაფერი. მანამდე 1 კვირით ადრე ელისაშვილი და მდინარაძე რომ წაკინკლავდნენ, მაშინ ვთქვი, რომ ელისაშვილი იქნება ვითომ ნაპერწკალითქო. ეგრეც მოხდა. მაგრამ არ ვიცი, რად უღირდა ამ ადამიანს ეს ყველაფერი. ისედაც ჯერ რა იყო მაგის სახელი ამ ქალაქში და აწი რა იქნება, კაცმა არ იცის საერთოდ“,- აღნიშნა ლაშა ბასლანძემ.