მარინა ლობჟანიძე: ევროინტეგრაცია მინდა ჩემი იდენტობით, ჩემი ტრადიციებით, ჩემი ენით და ჩემი მამულით

მარინა ლობჟანიძე: ევროინტეგრაცია მინდა ჩემი იდენტობით, ჩემი ტრადიციებით, ჩემი ენით და ჩემი მამულით

ევროინტეგრაცია მინდა ჩემი იდენტობით, ჩემი ტრადიციებით, ჩემი ენით და ჩემი მამულით, - ამის შესახებ მუსიკის ექსპერტმა, „საზოგადოება ქართულის“ საინიციატივო ჯგუფის წევრმა, მარინა ლობჟანიძემ „იმედი Live-ში“ განაცხადა.

„მე არ ვარ პოლიტიკოსი, ხელოვანი ვარ და ვარ „საზოგადოება ქართულში“. ერთ-ერთი ძირითადი პოსტულატი ამ საზოგადოების შექმნისა იყო ის, რომ უნდა მოგვეცეს დიალოგის, ლაპარაკის საშუალება ჩვეულებრივ ხალხს და იმ ხალხს, რომელიც დღეს ქართული ინტელექტის, ნიჭის, გამოცდილების, ცოდნის ძალიან დიდი განძია, რომელიც რაღაც მიზეზების გამო გაიწია გვერდზე და მას თქმის უფლება არ აქვს. მთავარი რაცაა, ნებისმიერ დიალოგში, ნებისმიერ აზრთა დაპირისპირებაში, უნდა იყოს ის, რა არის მნიშვნელოვანი და საჭირო ჩვენი ქვეყნისთვის. მე როგორც საქართველოს რიგით მოქალაქეს, მინდა, რომ საქართველო იყოს სუვერენული. რასაკვირველია ევროინტეგრაციის მომხრე ვარ, მაგრამ მე გავიზარდე ლექსზე - მე პატარა ქართველი ვარ, კავკასიის მთების შვილი და განცხრომით სხვაგან ყოფნას მირჩევნია აქ სიკვდილი. გავიზარდე და იგივე აზრის ვარ. ევროინტეგრაცია მინდა ჩემი იდენტობით, ჩემი ტრადიციებით, ჩემი ენით და ჩემი მამულით“, - აღნიშნა მარინა ლობჟანიძემ.