სალომე ზურაბიშვილი: ხელისუფლების დაჟინება, მიიღოს ეს კანონი საზოგადოების ნების საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა

სალომე ზურაბიშვილი: ხელისუფლების დაჟინება, მიიღოს ეს კანონი საზოგადოების ნების საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების დაჟინებული მცდელობა, მიიღოს გამჭვირვალობის კანონი, დესტაბილიზაციის რუსულ სტრატეგიას წარმოადგენს.

„მეორე ღამეა, თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ მასობრივი პროტესტი მიმდინარეობს. ხელისუფლების დაჟინება, მიიღოს ეს კანონი საზოგადოების ნების საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა - ეს არის დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგია“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.