ლევან იოსელიანი: ჩვენ ვნახეთ არამარტო „იმედისთვის“, არამედ სხვა მედიასაშუალებებისთვის ხელშეშლის ფაქტები და მინდა ყველამ იცოდეს, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული

ლევან იოსელიანი: ჩვენ ვნახეთ არამარტო „იმედისთვის“, არამედ სხვა მედიასაშუალებებისთვის ხელშეშლის ფაქტები და მინდა ყველამ იცოდეს, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული

მნიშვნელოვანია, რომ მედიას ჰქონდეს ამ ყველაფრის თავისუფლად გაშუქების საშუალება, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში ჩართვისას განაცხადა.

ომბუდსმენმა ყველას მოუწოდა, თავი შეიკავონ მედიის წარმომადგენლების მუშაობისთვის ხელის შეშლისგან.

„ჩვენ ვნახეთ არამარტო „იმედისთვის“, არამედ სხვა მედიასაშუალებებისთვის ხელშეშლის ფაქტები და მინდა ყველამ იცოდეს, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. მედიას აქვს უფლება, მოვლენები გააშუქოს და არავის აქვს უფლება შეუშალოს ხელი. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავოს მედიის წარმომადგენლებთან რაიმე ტიპის კონფრონტაციაში შესვლისგან“, - განაცხადა იოსელიანმა.