„გამჭვირვალობის კანონპროექტის“ მოწინააღმდეგეები „იმედის“ გადამღები ჯგუფების წინააღმდეგ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან და მუშაობის საშუალებას არ აძლევენ

„გამჭვირვალობის კანონპროექტის“ მოწინააღმდეგეები „იმედის“ გადამღები ჯგუფების წინააღმდეგ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან და მუშაობის საშუალებას არ აძლევენ

„გამჭვირვალობის კანონპროექტის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფებს აქციის მონაწილეების მხრიდან ზეწოლის ფონზე უხდებათ მუშაობა.

აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ხელით ეხებიან როგორც „იმედის“ ჟურნალისტებს, ისე ტელევიზიის ინვენტარს. ისმის შეურაცხმყოფელი განცხადებები. გადამღებ ჯგუფს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიან ევროკავშირის დროშით აღჭურვილი ადამიანები.

პარლამენტში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვის პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტეტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილები გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ და მის გაწვევას ითხოვენ.