მირცხულავას ქუჩაზე ასფალტის საფარი მოწესრიგდა

მირცხულავას ქუჩაზე ასფალტის საფარი მოწესრიგდა

დიდუბის რაიონის გამგეობა დიდუბესა და დიღმის მასივში ასფალტის მოწესრიგებას განაგრძობს. გამგეობამ მირცხულავას ქუჩაზე 2406 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი განაახლა. სამუშაოები მირცხულავას ქუჩის N1-სა და N3 ა და ბ კორპუსებთან განხორციელდა. პროექტის ჯამური ღირებულება 192 935 ლარია.