გიორგი გამსახურდია: პუტჩისტმა დევი ჭანკოტაძემ, „ექსპერტმა“ ბარბაქაძემ, კრიმინალმა ჟორიკამ და ა.შ. ჯეროვანი პასუხი რომ არ მიიღეს რუსთაველზე დაღვრილი ძმათა სისხლის გამო, კანონიერი ხელისუფლების დამხობის გამო, იმიტომ არიან დიდ გულზე

სტაჟიანი პუტჩისტია მეზარბაზნე დევი. ამ სუბიექტმა, ვინმე „ექსპერტმა" ბარბაქაძემ, კრიმინალმა ჟორიკამ და ა.შ. ჯეროვანი პასუხი რომ არ მიიღეს რუსთაველზე დაღვრილი ძმათა სისხლის გამო, კანონიერი ხელისუფლების დამხობის გამო, რუსულ შენაერთებთან ერთად, იმიტომ არიან დიდ გულზე და იმოძღვრებიან კიდევაც, - ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია Facebook-ზე წერს.

„დაასრულეთ ეს ხალხი, ეს წარსულის მუმიები, ვისაც ხელეწიფება იმ ხალხმა და ვისაც მართლა ნდობა გაქვთ ხალხის. ამათთან წესიერი პოლიტიკური დიალოგი, რასაც ოცნების პოლიტგუნდი აწარმოებს არ ჭრის. ამათ ზუსტად ვიცი რაც უნდათ...“, - წერს გამსახურდია.