დიდუბის რაიონის გამგეობამ, დედის დღისა და ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ღონისძიება სახელწოდებით „გაზაფხულის დღესასწაულები“ გამართა. ღონისძიებაში დიდუბეში მცხოვრები კულტურის, სპორტისა და საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე ქალები მონაწილეობდნენ.
დამსწრე საზოგადოებას გაზაფხულის დღესასწაულები დიდუბის რაიონის გამგებელმა ვლადიმერ ძნელაძემ, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარმა დეპუტატებმა გიორგი ვოლსკიმ და გივი ჩხარტიშვილმა, ასევე, ბაგა ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახა აბულაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრებმა ირმა ზავრადაშვილმა და რიმა ბერაძემ მიულოცეს და ყვავილები და ვაუჩერები გადასცეს. საღამო მუსიკალურად გააფორმეს ქართული ესტრადის მომღერლებმა.