დიდუბის რაიონის გამგეობა, "ბინათმსაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის" ფარგლებში, დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის მე-16 კორპუსის სამი სადარბაზო მოაწესრიგა. შეიცვალა კიბის დაზიანებული საფეხურები, განახლდა მოაჯირები, ასევე, დაიგო მოზაიკური ფილები. სამუშაოების ღირებულებამ 56 545 ლარი შეადგინა.