ქუთაისის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ალექსანდრე ელისაშვილის მიერ მამუკა მდინარაძეზე თავდასხმაზე: ეს არის ჩვეულებრივი ხულიგნობა. არ შეიძლება დაუსჯელი იყოს, რადგან ყველა გაიმეორებს ამას შემდეგ

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე „ქრონიკასთან“ სატელეფონო ინტერვიუში ალექსანდრე ელისაშვილის მიერ მამუკა მდინარაძეზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

„კაცს მიეპარა, თან როგორ და ჩაარტყა. ეს არის ჩვეულებრივი ხულიგნობა. არ შეიძლება დაუსჯელი იყოს ეს, რადგან ყველა გაიმეორებს ამას შემდეგ. პროვოკაცია იყო, მგონი მათ უნდოდათ ჩაეშალათ სხდომა. მდინარაძე მგონი იქვე მიხვდა და არ გამოუვიდათ“, - აღნიშნა ლომინაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს სიტყვით გამოსვლისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.