სენაკის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: ძალადობა არის ცუდი, განსაკუთრებით, როცა ამას პოლიტიკოსები სჩადიან

სენაკის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: ძალადობა არის ცუდი, განსაკუთრებით, როცა ამას პოლიტიკოსები სჩადიან

ძალადობა არის ცუდი, განსაკუთრებით, როცა ამას პოლიტიკოსები სჩადიან, - ამის შესახებ სენაკის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვახტანგ ნიკოლავამ მამუკა მდინარაძეზე ალეკო ელისაშვილის თავდასხმის შესახებ განაცხადა.

“ძალადობა არის ცუდი, განსაკუთრებით, როცა ამას პოლიტიკოსები სჩადიან. რა თქმა უნდა, ეს ძალადობას წაახალისებს, საზოგადოება გვიყურებს და იღებს მაგალითს. ნაწილში ამან გამოიწვია რაღაც რომანტიკული გმირობის შეფასება, რაც ჩემი აზრით, მცდარია”, - განაცხადა ვახტანგ ნიკოლავამ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს სიტყვით გამოსვლისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.